კომაროვის სკოლის პედაგოგების მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა

2017 წლის 16 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით კომაროვის სკოლის პედაგოგები  (დიანა არჯევიძე და ნინო ნავერიანი) გეგმავენ საზაფხულო სკოლის მოწყობას ბაკურიანში, რომელიც განკუთვნილია ინტელექტუალურ თამაშში „რა სად როდის?“ ფინალში გამარჯვებული მეშვიდე, მერვე და მეათე კლასის მოსწავლეებისათვის.

საზაფხულო სკოლის მიზანია მოსწავლეებმა შეიძინონ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევები, მოინახულონ ისტორიული და თვალწარმტაცი ადიგლები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სპორტულ, გასართობ და განმავითარებელ-შემოქმედებით აქტივობებში, დაისვენონ, გაერთონ და პედაგობების დახმარებით გაიარონ ინტენსიური კურსი ისტორიასა და რუსულ ენაში.

საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს:

·         ტრანსპორტირება (თბილისი - ბაკურიანი - თბილისი)

·         ცხოვრება კომფორტულ სასტუმროში.

·         სამჯერადი კვება.

·         ლაშქრობები და შემეცნებით ტური

·         ინტენსიური კურსი ისტორიასა და რუსულ ენაში.

 

 

 

 


ზემოთ